1. ჩვენი საწარმოო ხაზი, განლაგებულია 1500 კვადრატულ მეტრ ფართობზე და ყოველთვიურად აწარმოებს 100 ტონაზე მეტ ყავას.
მწვანე მარცვლეულს ვყიდულობთ უშუალოდ სერტიფიცირებული ფერმერებისგან - შუამავლებისა და ევროპელი გადამყიდველების ჩარევის გარეშე.
ბოლო 14 წლის განმავლობაში მივაღწიეთ შემდეგ შედეგებს:
ვხალავთ პრემიუმ ხარისხის ყავის მარცვლებს და ვამარაგებთ საქართველოს ყველა კუთხეს, პროდუქცია გაგვაქვს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მისაღებ ფასად;
წარმომადგენლობა გავხსენით თბილისში;
გავხსენით რამოდენიმე ყავის სავაჭრო ობიექტები ბათუმში;
იდეალური გემოს ძიებაში და პარტნიორების დაჟინებული თხოვნით გავხსენით კვლევითი ცენტრი;
2022 წლისთვის დავასრულეთ საწარმოს აღჭურვილობის მოდერნიზაცია, რამაც გაზარდა თვიური ბრუნვა 100 ტონამდე თვეში.
დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენს მომხმარებელს, ვისწრაფვით რათა ვუზრუნველყოთ მომარაგების სტაბილურობა და მოხალული ყავის ხარისხი. ქვემოთ მოყვანილია აღნიშნული მიზნების განხორციელების ჩამონათვალი:
სერთიფიცირებულ მომწოდებლებთან თანამშრომლობა:
ჩვენი ზრუნვა თქვენი სურვილების მიმართ იწყება მარცვლეულის სანდო და სერთიფიცირებული მომწოდებლების შერჩევით. იმისათვის რომ მიიღო იდეალურად მოხალული ყავა საჭიროა პირველადი ნედლეული იყოს უმაღლესი ხარისხის.
ახალი და პროფესიული აღჭურვილობის გამოყენება:
წარმოების ყოველი ეტაპის ეფექტურობისათვის ინვესტირებას ვდებთ ახალ და თანამედროვე აღჭურვილობაში. რაც თავის მხრივ გვაძლევს შესაძლებლობას მივაღწიოთ ყავის მოხალვის კარგ შედეგებს.
უმაღლესი ხარისხის ყავის მოხალვისა და დროულად მომსახურების სფეროში გახლავართ პროფესიონალები. ყავა შექმნილია სიყვარულით და ყავის ხელოვნების მიმართ პატივისცემით.
ჩვენს მიერ ყავის შერჩევა–შეძენა ხორციელდება უშუალოდ ფერმერებისგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც გამორიცხავს შუამავლის არსებობას. აღნიშნული ფაქტი მიუთითებს ჩვენს მიზანდასახულობას წარმოების ყოველ ეტაპზე.
თქვენი ყავის მაღაზიების, რესტორნების, ბარების, კაფეების სტაბილურად და შეუფერხებელად მუშაობისთვის ჩვენ ყოველწლიურად ვაფორმებთ კონტრაქტებს ნედლეულის სანდო მომწოდებლებთან, ვაფიქსირებთ ფასებს ყავის მარცვლებზე, რათა უზრუნველვყოთ საიმედო თანამშრომლობა.
პატარა ყავის საფქვავიდან საერთაშორისო დონის ყავის ქარხნამდე
შპს კარმენ–ი გახლავთ GRANT–ის ბრენდის შემქმნელი. დღეისათვის ყავის მოხალვის სფეროში, საქართველოს ბაზარზე ჩვენ ვართ ერთ–ერთი უმსხვილესი კომპანია. ჩვენი საბითუმო მყიდველები – სავაჭრო ქსელები, მაღაზიბი, HoReCa–ს სეგმენტი კორპორატივები. წარმოება სერთიფიცირებულია ISO 22000–ით და HACCP-ის სისტემით.
2011 წელს გაგიკ ვაღინაკის ძე ხაჩატურიანმა დაარსა კომპანია ,,კარმენ“–ი საქართველო, ბათუმი) ოფისი განთავსებული იყო 20 კვ/მ ხოლო ყავის წარმოება 150 კვ/მ. წარმოება განკუთვნილი იყო ქ. ბათუმის ადგილობრივი ბაზრისთვის.
2012 წელს როცა წარმოებული იქნა GRANT–ის ბრენდის პროდუქცია, ის იმდენად მოეწონა მომხმარებელს რომ, ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვეძლიერებინა მისი წარმოება და გაგვეტანა ქვეყნის მასშტაბით.
დღეისათვის საწარმოში იხალება ყავა რომელიც იმპორტირებულია 5 კონტინენტის 16 სხვადასხვა ქვეყნიდან, მოხალული ყავა დღე ღამის განმავლობაში 4200 კგ.