წარმოება

ახალი და მაღალი ხარისხის ყავით მოიზიდეთ ლოიალური მომხმარებლები. ჩვენი წარმოების მეთოდები ინარჩუნებს მომსახურების უმაღლეს სტანდარტს:

  • ფერმერული კოოპერატივის არჩევა:
    მწვანე ყავას ვირებთ სანდო ფერმერული კოოპერატივისგან. რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს არა მხოლოდ ხარისხს, არამეს სასოფლო–სამეურნეო თემის მხარდაჭერას.

  • სასაწყობე სისტემა:
    ჩვენი სასაწყობე სისტემა ისეა მოწყობილი რომ, პირველები ვღებულობთ და პირველები გავცემთ. რაც უზრუნველყოფს ახალი ნედლელის მარაგს ]ყოველ ჯერზე.

  • მოხალვის განვითარებული ტექნოლოგია:
    მოხალვის პროცესი, მოწინავე ტექნოლოგიებით მიმდინარეობს სპეციალიზირებულ შენობაში. ხარისხის დასაცავად მწვანე ყავა რაოდენობით, 240 კგ იხალება პროგრამული სისტემის გამოყენებით.

  • წარმოების კონტროლი:
    წარმოების ყოველი ეტაპი, კერძოდ: ნედლეულის მოხალვა, დაფქვა და დაფასოება კონტროლდება, რაც უზრუნველყოფს მზა პროდუქციის ხარისხს, რომელიც თქვენს მოთხოვნებთანაა თანხვედრაში.

  • საცდელი ნიმუშები:
    ჩვენ დარწმუნებულები ვართ ჩვენი ყავის ხარისხში, ამიტომ თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ნიმუშები სატესტო შეფუთვებიდან. რაც შესაძლებლობას მოგცემთ შეამოწმოთ მარცვლის შესაბამისობა თქვენს სურვილებთან.

ჩვენი ყავის არჩევით თქვენ არა მხოლოდ იღებთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტს, არამედ ხდებით ეკოსისტემის ნაწილი, რომელიც აფასებს სიახლეს, ეთიკას და ყავის წარმოების ტექნოლოგიურ მიდგომას.

მარცვლის წმენდა ხორციელდება რამდენიმე ეტაპად:

  1. დისტონერი უცხო ელემენტების გამწმენდი:
    ჩვენი პროფესიონალური დანადგარებით ხორციელდება გაწმენდის პირველი ეტაპი, სადაც ყავას შორდება ნაჭუჭი და ქვების მინარევები. აღნიშნული დისტონერის წყალობით ჩვენ გაძლევთ გარანტიას რომ თქვენ ღებულობთ სუფთა ყავას სადაც გამორიცხულია ფიზიკური დაბინძურება.

  2. ფოტოსეპარატორი სოვდა – სპეციალური ყავის ინოვაციური ტექნოლოგია:
    გაწმენდის მეორე ეტაპზე ვიყენებთ საქართველოში უნიკალურ ფოტოსეპარატორს სოვდას. ეს მაღალ ტექნოლოგიური აპარატი ასკანერებს თითოეულ მარცვალს და არეგულირებს ყავის ფერს კოდის მიხედვით. შემდეგ ჰაერის ნაკადის წყალობით გამოირიცხება განსხვავებული ფერის მარცვალი, აღნიშნული მეთოდი 99,5%–ით იძლევა ზუსტი ფერის ყავას რაც სიზუტის გარანტიაა.

  3. მაგნიტური დამჭერები საბოლოო გამწმენდ დანადგარებზე:
    გაწმენდის მესამე საფეხურზე ვიყენებთ მაგნიტურ დამჭერებს იმისთვის, რომ შეფუთვაში იყოს მხოლოდ ყავა. ეს არის გაწმენდის პროცესის ბოლო შტრიხი, რაც უზურნველყოფს თქვენი ყავის სრულ სისუფთავეს.

მოხალვის ხარისხის შემოწმება

ჩვენ ვამოწმებთ თითოეულ პარტიას კრიტიკულ საკონტროლო წერტილებზე:

  1. მოხალვის საერთო დრო:
    ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ყავის მარცვლის თითოეული პარტიის მოხალვის დროს. ეს უზრუნველყოფს არომატისა და გემოს ოპტიმალურ კომბინაციას, რაც ჩვენი ყავის მაღალი ხარისხის გარანტიაა.

  2. ჩამოტვირთვის გრადუსი:
    ჩამოტვირთვის ტემპერატურის ზუსტად რეგულირება არის კრიტიკული საკონტროლო წერტილი. ყავის მარცვლების უნიკალური გემოს მახასიათებლების შესანარჩუნებლად, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თითოეული პარტია მიაღწევს მოხალვის ოპტიმალურ ტემპერატურას.

  3. კრეკინგის შემდგომი განვითარების დრო:
    ჩვენ თვალს ვადევნებთ კრეკინგის განვითარების დროს, რათა მივაღწიოთ გემოს სრულყოფილ ბალანსს. აღნიშნული ეტაპი გადამწყვეტია რთული არომატებისა და მდიდარი გემოს განვითარებისთვის.

  4. წონის კლების პროცენტული მაჩვენებელი:
    ჩვენ ყურადღებით ვაკონტროლებთ წონის კლების პროცენტს, რაც მოხალვის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ეს გავლენას ახდენს მარცვლეულის სიმკვრივესა და ტენიანობაზე, რაც განსაზღვრავს პროდუქტის საბოლოო ხარისხს.

  5. ყავის ფერი:
    მოხალული მარცვლის ზუსტი ფერის გასაზომად, ჩვენ ვიყენებთ ციფრულ კოლორიმეტრს. რაც უზრუნველყოფს მოხალვის სასურველ დონეს თანმიმდევრულობასა და კონტროლს. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვანი ასპექტია სასურველი ყავის ფორმისა და გემოს განვითარებისთვის.

ყავის შეფუთვა

მარცვალის გასუფთავებისა და მოხალვის შემდეგ ყავას ვფუთავთ 3 ავტომატიზირებულ შესაფუთ ხაზზე. პროცესი სრულად ავტომატიზირებულია და კონტროლდება კომპიუტერით. თქვენ ხსნით შეფუთვას და ღებულობთ ახალ ყავას.

ჩვენი შეფუთვის ხარისხი ამცირებს ყავის მარცვლის მჟავიანობას და პროდუქციას დიდი ხნის განმავლობაში უნარჩუნებს სიახლეს. საკონტროლო კომპიუტერი უზრუნველყოფს ყავის ზუსტ დოზირებას, შენახვის ოპტიმალური პირობების შენარჩუნებას.

ჩვენ ვაფასებთ შეფუთვის გახსნის თქვენს გამოცდილებას, ამიტომ ყავის თითოეული პორცია შეფუთულია გამძლე ხუთფენიან ყუთებში. ეს უზრუნველყოფს პროდუქტების საიმედო დაცვას ტრანსპორტირებისა და შენახვის დროს, პროდუქცია ინარჩუნებს არომატის და გემოს მთელ ბრწყინვალებას.

ფინალურ ეტაპზე მზა პროდუქცია იფუთება სპეციალურ ყუთებში, არის გადასაზიდად. ეს არის ბოლო ნაბიჯი, სადაც თქვენი მოლოდინები ემტხვევა ჩვენს სურვილებს.